top of page

HR პოზიციების გზამკვლევი | HR ჯენერალისტი

  • Writer: Mariam Khatchapuridze
    Mariam Khatchapuridze
  • Oct 27, 2024
  • 2 min read

Updated: Feb 16

HR ჯენერალისტის როლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და დინამიკურია HR პროფესიაში. ისინი ხშირად არიან კომპანიის პირველი HR თანამშრომლები, რომლებიც უძღვებიან ყველაფერს - რეკრუტინგიდან დაწყებული, ტალანტების მართვითა და ადმინისტრაციული საქმეებით დამთავრებული.


📍როლი და მიზანი:

HR ჯენერალისტი მუშაობს სხვადასხვა HR მიმართულებაზე, როგორიცაა: 

  1. ტალანტების მოზიდვა და რეკრუტინგი: სწორი უნარების მქონე სწორი ადამიანების სწორ პოზიციაზე დასაქმება.

  2. ტრენინგი და განვითარება: თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერა.

  3. HR ოპერაციები, კომპენსაცია და ბენეფიტები, Payroll: ყოველდღიური HR ფუნქციების მართვა.

  4. თანამშრომელთა ურთიერთობები: პოზიტიური სამუშაო გარემოს მხარდაჭერა.

  5. შესრულების სამუშაოს მართვა

  6. შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობა


📍უნარები და კომპეტენცია

იმისთვის, რომ HR ჯენერალისტმა წარმატებით შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები, მას პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად შემდეგი უნარებიც სჭირდება:

  1. კომუნიკაციის უნარები: აქტიური ურთიერთობები თანამშრომლებთან, მენეჯერებთან და სხვა სტეიკჰოლდერებთან. ემპათია, გუნდური მუშაობა და მაღალი ემოციური ინტელექტი პროცესების მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

  2. დროის მენეჯმენტი და პროექტების მართვა: საქმიანობების მრავალფეროვანი სპექტრი დროის ეფექტურად მართვასაც მოითხოვს. თვითდისციპლინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით, თუ  დამოუკიდებლად მუშაობ.

  3. მონაცემების ანალიზი: თანამედროვე HR მონაცემებზეა დამოკიდებული. HR ჯენერალისტებს სჭირდება მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და შემდგომში სწორად გამოყენების უნარები.

  4. ტალანტების მოძიებისა და შერჩევის უნარები:  HR ჯენერალისტს სჭირდება ტექ. უნარები, რომ იპოვოს კანდიდატები, ხოლო ინტერპერსონალური უნარები, რომ სწორად შეაფასოს და დაეხმაროს მათ კომპანიის კულტურასთან წარმატებით ინტეგრაციაში.

  5. შრომითი კანონმდებლობის ცოდნა: HR ჯენერალისტს სჭირდება შრომის კანონმდებლობისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა, რათა დაიცვას თანამშრომელთა უფლებები.



📍როგორ გავხდეთ HR ჯენერალისტი:

თუ გეგმავთ გახდეთ HR ჯენერალისტი, გირჩევთ:

  1. HR-ის ფუნქციების ცოდნის გაღრმავება: სხვადასხვა HR მიმართულების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. ეს დაგეხმარებათ, რომ დამოუკიდებლად მართოთ ყველა HR ფუნქცია. 

  2. HR სერტიფიკატის მოპოვება: არსებობს უამრავი HR სასერტიფიკაციო პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებათ კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და კარიერულ ზრდაში. აარჩიე სასწავლო პროგრამა, რომელიც HR-ის ყველა მიმართულებას ფარავს.

  3. კომუნიკაციის უნარების განვითარება: წარმატებული HR ჯენერალისტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძლიერი კომუნიკაციის უნარები. ეს საშუალებას აძლევს იკონტაქტოს სტეიკჰოლდერებთან და ეფექტურად მოაგვაროს თანამშრომლებს შორის წარმოშობილი საკითხები.


საქართველოში HR ჯენერალისტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი HR პოზიციაა, რომელიც ყველანაირ კომპანიას — დიდსა თუ პატარა — სჭირდება, რადგან მათი უნარები და კომპეტენციები დიდ როლს თამაშობს ორგანიზაციის წარმატებაში.

 
 
bottom of page