top of page

HR Management

მენტორები

მარიამ ხაჭაპურიძე, SPHRi

მენტორი @ MindSchool

მარიამი HR სფეროში 9 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. მისი პირველი და მიმდინარე სამსახურიც სწორედ HR-ს უკავშირდება, ამჟამად ის TBC Bank-ში HR Business Partner-ის პოზიციაზე მუშაობს. წლების განმავლობაში მარიამი თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო (ამერიკული და ევროპული) კომპანიებთან რეგიონალური HR მენეჯერის, HR ბიზნეს პარტნიორის და HR ლიდის პოზიციებზე, სადაც მართავდა HR-ის სრულ ციკლს: ტალანტების მართვა (მოზიდვა, შერჩევა, შენარჩუნება), დამსაქმებლის ბრენდირება, თანამშრომელთა გამოცდილება, სწავლება და განვითარება, ბიუჯეტირება, კომპენსაცია და ბენეფიტები, ორგანიზაციული ცვლილებების მართვა. საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით იგი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა სასწავლო აკადემიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში. ახლა კი იგი MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის ლექტორია, სადაც მარიამი HR სტრატეგიის შექმნის, ადამიანური კაპიტალის დაგეგმვის, კორპორატიული ბრენდირების, ორგანიზაციული განვითარების, კორპორატიული კულტურის და სხვა სტრატეგიულ HR თემებზე თავის გამოცდილებას გაგიზიარებს პრაქტიკული მაგალითებითა და ინტერაქციული მეთოდებით.

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
IMG_8876.jpg

ლერი მდინარაძე, MBA

მენტორი @ MindSchool

ლერი ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრი და MindSchool-ის მოწვეული ლექტორია. ლერის გამოცდილება მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში HR ბიზნეს პარტნიორის, HR მენეჯერის, ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის უფროსი პარტნიორის პოზიციებს. ბოლო წლებში საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობს IT და Tech ტალანტების რეკრუტინგში, დამსაქმებლის ბრენდის შექმნაში, Performance Management-ის სისტემების დანეგვასა და აღსრულებაში, მონაცემებზე დაფუძნებული HR მენეჯმენტის სისტემების შექმნაში, ციფრულ და Agile ტრანსფორმაციაში. ამჟამად საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიას “რედფოინთს” ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში ეხმარება ტექ. ტალანტების რეკრუტინგში. ლერის აქვს საერთაშორისოდ აღიარებული “DevsKiller-ის” Tech Recruitment-ისა და “Meltwater-ის” Boolean Search Professional-ის სერტიფიკატები. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მას უმუშუავია მენტორად და გადამზადებული ჰყავს 200 მეტი HR სფეროთ დაინტერესებული ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში HR-ის სხვადასხვა მიმართულებებზე არიან დასაქმებულები. ამჯერად, სრულიად განახლებული და უახლესი ტენდენციებით გათვალისწინებული სასწავლო მოდულით MindSchool-ის მენტორთა რიგებს შემოუერთდა.

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
IMG_8614.jpg

დეა დარბაიძე, MBA

მენტორი @ MindSchool

დეა HR ადმინისტრაციის ლიდი და MindSchool-ის მოწვეული ლექტორია. მას 10 წლიანი გამოცდილება აქვს HR სფეროში, მათ შორის 4 წელზე მეტი მენეჯერულ პოზიციებზე. დეა წლების განმავლობაში თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან. ის მუშაობდა საქართველოს ბაზარზე არსებულ ოთხ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთან რითეილ, სამედიცინო და B2B ინდუსტრიებში. მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გარდა, დეა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო სფეროში. მიმდინარედ მოწვეული ლექტორის სტატუსით ბიზნეს კომუნიკაციებზე კითხულობს ლექციებს ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

  • Instagram
  • Facebook
  • LinkedIn
bottom of page