HR მენეჯმენტის კურსი
პრაქტიკაზე დაფუძნებული დავალებებისა და სიმულაციების საშუალებით, თქვენ შეისწავლით HR-ს 360 გრადუსის ჭრილში. თუ როგორ უნდა შექმნათ რეკრუტინგის სტრატეგია, HR ოპერაციების სტანდარტები, მონაცემებზე დაფუძნებული შეფასების სისტემები, L&D გეგმები.
Სასწავლო პროგრამა ინტერაქციულია, სადაც მენტორები სტუდენტებს უზიარებენ ყველა საჭირო ინფორმაციასა თუ ბეჭდურ/ვიდეო მასალას, რომელიც ინტენსიური სწავლების საუკეთესო შედეგით დასრულებისთვისაა საჭირო.
სალექციო თემების სრულად სანახავად გადმოიწერეთ სილაბუსი.
1700 ლარი
კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია განვადებით

კურსზე ჩარიცხვა
გაიცანი კურსის მენტორები
მარიამ ხაჭაპურიძე, SPHRi
მარიამი HR სფეროში 9 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. მისი პირველი და მიმდინარე სამსახურიც სწორედ HR-ს უკავშირდება, ამჟამად ის TBC Bank-ში HR Business Partner-ის ...
ლერი მდინარაძე, MBA
ლერი ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრი და MindSchool-ის მოწვეული ლექტორია. ლერის გამოცდილება მოიცავს ადგილობრივ და ...
დეა დარბაიძე, MBA
დეა HR ადმინისტრაციის ლიდი და MindSchool-ის მოწვეული ლექტორია. მას 10 წლიანი გამოცდილება აქვს HR სფეროში, მათ შორის 4 წელზე მეტი მენეჯერულ პოზიციებზე. დეა წლების ...
სტუდენტების შთაბეჭდილებები
"მადლობა ლექტორებს და MindSchool-ის გუნდს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის. საინტერესო პროფესიის ძებნაში ჩაფლულმა მივაგენი ამ კურსს. HR-ში პირველი ნაბიჯები კურსის ფარგლებში გადავდგი და დავრწმუნდი, რომ ჩემი კარიერა აუცილებლად ამ პროფესიას უნდა დავუკავშირო.
განსაკუთრებით გამოვარჩევდი, რომ თეორიული მასალა გაჯერებული იყო პრაქტიკული დავალებებით; ლექტორების გამოცდილება, ისტორიები და მაგალითები თითოეული HR-მეტრიკის ახსნასა და გაგებაში დამატებით უნიკალურ ღირებულებას სძენს კურსს. უსაზღვროდ შემიძლია ვისაუბრო თითოეული ლექციიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებიც ვიცი დიდხანს დამრჩება. დიდი მადლობა!"

HR მენეჯმენტის კურსდამთავრებული
მარიამ საჯაია
"HR მენეჯმენტის კურსი იყო უნიკალური გამოცდილება, რომელმაც ჩემთვის კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კურსმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა და უნარები შემძინა, არამედ მრავალი საკითხი სრულიად ახალი კუთხით დამანახა. მასალები იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული და მიზანმიმართულად ორგანიზებული, რაც საშუალებას მაძლევდა, თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამომეყენებინა.
ლექტორები – ლერი, მარიამი და დეა – იყვნენ პროფესიონალიზმის ნამდვილი ეტალონები. მათ სალექციო პროცესს სიღრმისეული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და მეგობრული დამოკიდებულება შემატეს. თითოეული მათგანი, თავისი ინდივიდუალური სტილით, ახერხებდა ინფორმაციის საინტერესო და ადვილად გასაგები ფორმით მოწოდებას. ლექციები იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ შთამაგონებელი, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევდა მთელი კურსის განმავლობაში.
კურსის შინაარსი მოიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რაც HR პროფესიონალს სჭირდება: შერჩევისა და დაქირავების პროცესები, ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება, და მრავალი სხვა. თითოეული თემა დეტალურად და პრაქტიკულად იყო განხილული. "

HR მენეჯმენტის კურსდამთავრებული
ქეთი ჩხარტიშვილი
"მიუხედავად იმისა, რომ მცირე გამოცდილება და ცოდნა უკვე მქონდა ადამიანური რესურსების მიმართულებით, HR მენეჯმენტის კურსი ჩემთვის ძალიან პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა. 4-თვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, მენტორებმა სრულიად სხვა კუთხით დამანახეს ადამიანური რესურსების როლი და საქმიანობა ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებში. ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ლექციების ფარგლებში კიდევ უფრო შემიყვარდა ყველაზე პროდუქტიული კი იყო ის, რომ თეორიული ცოდნის გამყარება ხდებოდა რეალური ქეისების საფუძველზე, რაც დამატებით საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის.
HR მენეჯმენტის კურსმა თავდაჯერებულობა შემმატა. უკვე მაქვს იმის შეგრძნება, რომ ახლა შემიძლია პირველი ნაბიჯები თამამად გადავდგა ჩემს ახალ, მეორე სპეციალობაში და HR სამყაროს გაცნობა გავაგრძელო. "
.png)
HR მენეჯმენტის კურსდამთავრებული
ქეთი თათარაშვილი
![]() |
---|
![]() |
ორენოვანი სერტიფიკატი
HR პროგრამაზე სტუდენტების ინდივიდუალური შეფასება სხვადასხვა კომპონენტით ხდება, მათ შორის გუნდური და ინდივიდუალური დავალებები, ქვიზები, სიმულაციური სავარჯიშოები.
4-თვიანი სწავლების შედეგად, სტუდენტს 70%-ზე მეტი შეფასების დაგროვებისას 2-ენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა. დამატებით წარმატებული სტუდენტები კი, რომელთა შეფასება 91%-ზე მეტი იქნება, მენტორებისგან პერსონიფიცირებულ წერილობით რეკომენდაციას მიიღებენ მომავალი დამსაქმებლისთვის.
Შემოურთდი MindSchool-ს და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, ჩვენთან სწავლა 10 თებერვალს იწყება!