სტუდენტის შთაბეჭდილებები | მარიამ საჯაია
- MindSchool
- Jan 13
- 2 min read
Updated: Feb 22
⏩ როგორ გაიგე MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის შესახებ?

დიდხანს ვეძებდი ისეთ კურსს, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას და უნარებსაც მომცემდა, რაც HR სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარებოდა.
MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის შესახებ ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომელიც ძალიან კმაყოფილი იყო ლექტორების პროფესიონალიზმით, სწავლების სტილითა და მიდგომებით. მისი რჩევით გადავწყვიტე, სწორედ ამ პროგრამას გავყოლოდი, და ახლა თავადაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: ნამდვილად ძალიან სწორი არჩევანი გამიკეთებია.
⏩რა იყო თქვენი ძირითადი მოტივაცია MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის არჩევისას?
სილაბუსი იყო ამ კურსის არჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოტივაცია. სხვა პროგრამებთან შედარებით, MindSchool-ის კურსი ბევრად უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა. ლექციებზე კი დავრწმუნდი, რომ HR პროფესია მართლა 360 გრადუსითაა სასწავლო პროგრამაში მოცემული.
⏩როგორ შეაფასებდით კურსის შინაარსს, რომელმა თემებმა დაგაინტერას ყველაზე მეტად, როგორ შეაფასებდი სირთულეებს და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენების შესაძლებლობას?
კურსი ძალიან პრაქტიკული და საინტერესო იყო. თითოეული თემა ლექტორებმა მოგვაწოდეს ამომწურავად და თავად სილაბუსიც ისეა სტრუქტურულად შედგენილი, რომ თემები ერთმანეთს მიყვება და გიადვილებს ახალი თუ კომპლექსური თემების უკეთ გაგებას. ლექციების დროს ქეისების განხილვა და სიმულაციური თამაშები მეხმარებოდა რეალური სამუშაო გარემოს უკეთ აღქმაში. განსაკუთრებული ინტერესი რეკრუტინგმა გამოიწვია, რადგან ამ მიმართულებაში ვხედავ ჩემს მომავალს.
⏩რა ახალი უნარები შეიძინეთ კურსის განმავლობაში, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს პროფესიულ განვითარებაში?
რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარი გამოვიმუშავე: ექსელში ბაზების დამუშავება, მიროში პროცესების აწყობა, მინი კვლევების ჩატარება და შედეგების ანალიზი, რელევანტურობის განსაზღვრა სამოტივაციო, თანამშრომელთა ჩართულობის თუ EVP კომპონენტებში და სხვა.
⏩შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა უშუალოდ HR-ზე კურსის დასრულების შემდეგ?
უცნაურია, თუმცა ჩემი ხედვა HR პროფესიაზე 180 გრადუსით შეიცვალა. ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ HR მხოლოდ თანამშრომელთა სამსახურში ამყვანი ან სამსახურიდან გამშვები, ან ხელფასების გადამთვლელი პიროვნებაა. მეც ასე მეგონა, რეალურად კი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფუნქცია აღმოჩნდა - საინტერესო, მრავალფეროვანი, მიზნებითა და ამბიციებით სავსე ფუნქცია.
⏩როგორ აისახა ეს კურსი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და გეგმებზე?
მიმდინარედ სამსახურის აქტიური მაძიებელი ვარ. ძალიან მინდა ისეთ გუნდს შევუერთდე, სადაც კურსის ფარგლებში დაგროვებული ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა მომეცემა.
⏩რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს ამ კურსის გავლაზე?
თუ ზუსტად არ იცი HR გინდა თუ არა, ალბათ, სჯობს რომ ჯერ დაუკავშირდე MindSchool-ს და მათთან გაიარო კონსულტაცია. და თუ ზუსტად იცი, რომ გაინტერესებს ან უკვე მოქმედი HR ხარ, მაშინ სილაბუსს გადახედე და დარწმუნდები, რატომ უნდა აირჩიო MindSchool-ის კურსი და მარიამის, დეას და ლერის შესანიშნავი სამეული.
⏩თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ისტორია ან გამოცდილება, რაც განსაკუთრებით გაგახსენდათ კურსის განმავლობაში?
ჩემთვის ეს მშვენიერი 4 თვე საკმაოდ შრომატევადი, საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მარიამთან, დეასთან და ლერისთან გატარებული ლექციები პირველივე დღიდან ერთგვარი თავგადასავალი იყო HR-ში, მოგზაურობა ბევრი სწავლით, პრაქტიკითა და იუმორით დახუნძლული. დარწმუნებულები იყავით, რომ მათთან ურთიერთობა კურსის დასრულებასთან ერთად არ მთავრდება და მუდამ მზად იქნებიან დაგეხმარონ.
⏩ როგორია თქვენი საბოლოო შთაბეჭდილება MindSchool-ის გუნდის პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერის შესახებ?
MindSchool-მა დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მათი პროფესიონალიზმი და მხარდაჭერა თითოეული სტუდენტის მიმართ ძალიან დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კარიერულ განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს.