სტუდენტის შთაბეჭდილებები | ქეთი ჩხარტიშვილი
- MindSchool
- Jan 9
- 4 min read
Updated: Jan 12
⏩ როგორ გაიგე MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის შესახებ?

პროგრამის შესახებ ჩემი უახლოესი მეგობრისგან გავიგე. დიდხანს ვარჩევდით ისეთ კურსს, რომელიც HR-ის ყველა თემას დაფარავდა. რამდენიმე ვარიანტის განხილვის შემდეგ, საბოლოოდ MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსზე შევაჩერეთ არჩევანი. ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. მიღებულმა ცოდნამ და უნარებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს თავდაჯერებულობაზე და მომავლის HR კარიერის დაგეგმვაზე.
⏩რა იყო თქვენი ძირითადი მოტივაცია MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის არჩევისას?
MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის არჩევის მთავარი მოტივაცია პროფესიული განვითარება და HR მიმართულებების სიღრმისეული შესწავლა იყო. ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ ფუნქციონირეს HR პროცესები ორგანიზაციებში, როგორ ვეძებთ და ვინარჩუნებთ ტალანტებს, როგორ ვავითარებთ გუნდებს.
მინდოდა ისეთი კურსი მეპოვნა, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც დამეხმარებოდა. ვეძებდი პროგრამას, რომელიც რეალურ გამოწვევებს დამანახებდა და მათი გადაჭრის ეფექტურ გზებს მასწავლიდა.

გადაწყვეტილების მიღებაში ლექტორების მრავალფეროვანმა გამოცდილებებმა დიდი როლი ითამაშა. სასწავლო პროგრამას 3 გამოცდილი ლექტორი ხელმძღვანელობს, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრიასა და HR-ის მიმართულებაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თითოეული მათგანი ფოკუსირებული იყო ცოდნის გაღრმავებაზე და გვეხმარებოდა, რომ საკითხები, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულად იყო ჩვენთვის ცნობილი, სიღრმისეულად გაგვეაზრებინა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო პერსპექტივა, რომ ეს კურსი დამეხმარებოდა კარიერულ წინსვლაში და მომცემდა იმ ცოდნას, რაც საჭირო იქნებოდა HR-ის სფეროში ჩემი იდეების რეალიზებისათვის.
⏩როგორ შეაფასებდით კურსის შინაარსს, რომელმა თემებმა დაგაინტერას ყველაზე მეტად, როგორ შეაფასებდი სირთულეებს და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენების შესაძლებლობას?
MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსი შინაარსობრივად მაღალ დონეზე იყო გააზრებული და სტრუქტურირებული. პროგრამა აშკარად მიზნად ისახავდა, რომ სტუდენტებისთვის HR-ის ყველა ასპექტი გასაგები და პრაქტიკაში მარტივად გადატანადი/გამოყენებადი გამხდარიყო. კურსის თემები თანმიმდევრულად იყო აგებული, რაც საშუალებას მაძლევდა, ინფორმაცია ეტაპობრივად გამეგო და ერთმანეთთან დაკავშირება მარტივად შემძლებოდა.
ყველაზე საინტერესო ჩემთვის თანამშრომლებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნის საკითხები იყო, კერძოდ კი, რეკრუტინგისა და ონბორდინგის პროცესები. ამ თემებმა განსაკუთრებული ინტერესი გამიჩინა, რადგან სწორედ ამ მიმართულებაში ვხედავ ჩემს თავს. ლექციების განმავლობაში გაზიარებული რეალური პრაქტიკული მაგალითები დამეხმარა უკეთ გამეგო, როგორ შევარჩიო სწორი კანდიდატები, როგორ შევქმნა ეფექტური ინტერვიუების სტრუქტურა და როგორ გავამარტივო ახალ თანამშრომელთა გუნდში ინტეგრაციის პროცესი.
რაც შეეხება სირთულეებს, ვიტყოდი, რომ ზოგიერთ თეორიულ ნაწილში ტერმინოლოგია და ზოგადი კონცეფციები თავიდან ცოტა დამაბნეველი იყო, მაგრამ ლექტორების გადმოცემის უნარი და პრაქტიკული სავარჯიშოები ამ სირთულეებს ძალიან ეფექტურად აქრობდა. ასევე, მომეწონა, რომ თითოეულ თემას პრაქტიკული ელემენტები ახლდა, რაც მიღებულ ცოდნას უფრო ადვილად გასაგებს და გამოსაყენებელს ხდიდა.
⏩რა ახალი უნარები შეიძინეთ კურსის განმავლობაში, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს პროფესიულ განვითარებაში?
ამ კურსმა არაერთი მნიშვნელოვანი უნარი შემძინა, რომლებიც დარწმუნებული ვარ ჩემს პროფესიულ განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს. HR საქმიანობები სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაზეა აგებული. კურსი დამეხმარა, დამეხვეწა როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური კომუნიკაციის უნარები. ასევე, მივიღე ცოდნა სხვადასხვა მოტივაციის ტექნიკისა და მეთოდების შესახებ, რაც თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდისა და მათი ნაყოფიერ მუშაობის უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისწავლე თუ როგორ შევქმნა თანამშრომლებისთვის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ ინტეგრაციას და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებას. ასევე პრაქტიკული დავალებებით ვისწავლე თუ, როგორ დავამუშაო HR მეტრიკები, ჩავატარო ბაზრის კვლევა, დავითვალო და გავაანალიზო eNPS/შიდა ორგანიზაციული კვლევის შედეგები და საბოლოო ჯამში, როგორ გამოვიყენო მონაცემები თანამშრომელთა შრომითი ეფექტურობის გასაზრდელად.
ეს ახალი უნარები დამეხმარება არა მხოლოდ კარიერული მიზნების მიღწევაში, არამედ იმაშიც, რომ HR-ის სფეროში საკუთარი თავი უფრო ეფექტურად დავამკვიდრო.
⏩შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა უშუალოდ HR-ზე კურსის დასრულების შემდეგ?
დიახ, ჩემი ხედვა ამ სფეროს შესახებ სრულებით შეიცვალა კურსის დასრულების შემდეგ. სანამ სწავლას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ HR მხოლოდ ადამიანების რეკრუტინგსა და მათი ხელშეკრულებების მართვას მოიცავდა. ჩემთვის ეს სფერო ძალიან ტექნიკური და ცალმხრივი ჩანდა. თუმცა, კურსის განმავლობაში გავიგე, რომ HR გაცილებით მრავალფეროვანი და კომპლექსური სფერო ყოფილა. განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გაცნობიერება, რომ HR მენეჯერი არა მხოლოდ მენეჯმენტის ნაწილი, არამედ ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ეს ადამიანი განაპირობებს არა მხოლოდ თანამშრომელთა შერჩევის ხარისხს, არამედ გუნდის საერთო პროდუქტიულობას, კრეატიულობასა და მოტივაციას.
ახლა უკვე HR მენეჯმენტს ვუყურებ როგორც სტრატეგიულ და მნიშვნელოვნად გავლენიან როლს, რომელიც საშუალებას გაძლევს, ადამიანებისა და ბიზნესის წარმატებას შორის ბალანსი იპოვო. ეს კურსი ნამდვილად დამეხმარა ამ სფეროს მრავალფეროვნებისა და მნიშვნელობის გაცნობიერებაში.
⏩როგორ აისახა ეს კურსი თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და გეგმებზე?
MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის გავლამ ჩემი სამომავლო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. კურსის შედეგად დავინახე, რამდენად ფართო და მრავალმხრივია HR-ის სფერო, და ეს ჩემში ახალი ინტერესებისა და მოტივაციის გაღვივების მიზეზი გახდა. ეს კურსი გახდა პირველი ნაბიჯი ჩემი პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე, და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა და უნარები ჩემს მომავალ საქმიანობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
⏩რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს ამ კურსის გავლაზე?
ვურჩევდი, რომ თუ ისინი ეძებენ პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ მისცემთ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარების მოკლე დროში განვითარების შესაძლებლობასაც, მაშინ ეს კურსი მათთვისაა.
და ასევე, გახსოვდეთ, რომ ეს კურსი დაგეხმარებათ, არა მხოლოდ კარიერულ განვითარებაში, არამედ პიროვნულ ზრდაშიც.
⏩თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ისტორია ან გამოცდილება, რაც განსაკუთრებით გაგახსენდათ კურსის განმავლობაში?
მნიშვნელოვანი და დამამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებულად მახსენდება კურსის განმავლობაში, იყო სამივე ლექტორის შესანიშნავი დამოკიდებულება და მათი მუდმივი უკუკავშირი. ისინი არა მხოლოდ თეორიული ინფორმაციას, არამედ პრაქტიკულ რჩევებსა და ლექციების შემდეგ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს გვიზიარებდნენ. თითოეული დავალების შემდგომ ვიღებდით დეტალურ უკუკავშირს. მათგან ყოველთვის სითბო და მხარდაჭერა იგრძნობოდა, რაც გვეხმარებოდა, უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გვესწავლა ყველაფერი, რაც გვაინტერესებდა.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო კურსის გავლა საუკეთესო მეგობართან ერთად. მის გვერდით ყოფნა სულ სხვა მოტივაციას და სიხალისეს მმატებდა. როდესაც ერთად ვსწავლობდით, ყველანაირ პრობლემასა და საკითხს უფრო მარტივად ვამუშავებდით.
და ბოლოს, უნდა აღვნიშნო, ლექტორების ჩართულობა კურსის დასრულებისთანავე არ მთავრდება. დარწმუნებულები იყავით, რომ მუდამ იგრძნობთ მათ მხარდაჭერას და მათი სახით სამი შესანიშნავი პროფესიული მეგობარი და მხარდამჭერი გეყოლებათ.
⏩ როგორია თქვენი საბოლოო შთაბეჭდილება MindSchool-ის გუნდის პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერის შესახებ?
კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში მათი პროფესიონალიზმი და ყურადღება თითოეული სტუდენტის მიმართ აშკარად გამოკვეთილი იყო. ნებისმიერი კითხვას, პრობლემას თუ განმარტებას მათი მხრიდან ყოველთვის სწრაფი და კეთილგანწყობილი პასუხი მოჰყვებოდა. ლექტორები არა მხოლოდ ამ სფეროში გამოცდილები არიან, არამედ მათ შეუძლიათ უნიკალურად ახსნან ყველაზე რთული კონცეფციები და დავალებები ისე, რომ ყველასთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახდეს.
ასევე გამოვყოფდი ლექტორებთან ურთიერთობას, მათ მეგობრულ დამოკიდებულებას და და მხიარულ ატმოსფეროს, რაც თავისთავად სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და შემოქმედებითს ხდიდა. ყველა ლექციაზე მისვლა მიხაროდა.
MindSchool ნამდვილად სწორი არჩევანია თუ ეხლა იწყებთ კარიერას ან დამატებითი ცოდნის მიღება გსურთ HR-ის ყველა მიმართულებით. HR მენეჯმენტის კურსი არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებაში, არამედ პიროვნულ ზრდაშიც ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც კიდევ ერთხელ დაუფიქრებლად გავიმეორებდი.