top of page

HR პოზიციების გზამკვლევი | HR ადმინისტრირების სპეციალისტი

  • Writer: MindSchool
    MindSchool
  • Nov 10, 2024
  • 2 min read

Updated: Nov 16, 2024

HR ადმინისტრირების სპეციალისტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც უზრუნველყოფს HR პროცესების გამართულ ფუნქციონირებას. მისი როლი მოიცავს თანამშრომლების მონაცემების მართვას, დოკუმენტაციის სწორად წარმოებას, ადმინისტრაციული პოლიტიკების დაცვასა და ყოველდღიურ საკითხებში თანამშრომლების მხარდაჭერას. HR ადმინისტრტირების სპეციალისტი ხშირად მჭიდროდ თანამშრომლობს HR გუნდის სხვა წევრებთან. 


📍 უნარები და კომპეტენციები: 


მნიშვნელოვანია შემდეგი უნარებისა და კომპეტენციების ქონა:

  • ორგანიზებულობა: 

    მას უწევს უამრავი დოკუმენტის, თანამშრომელთა ჩანაწერებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცესის მართვა, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებზე ყურადღების მიქცევა, განსაკუთრებით თუ საქმე პირად მონაცემებს ეხება.

  • კომუნიკაციის უნარები: 

    მნიშვნელოვანი უნარია როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის უნარების ქონა. HR ადმინისტრირების სპეციალისტმა უნდა შეძლოს თანამშრომლების ეფექტურად დახმარება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მარტივად და გასაგებად მიწოდება. რადგან სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებთანაც თანამშრომლებს ყველაზე ხშირად უწევთ შრომით ხელშეკრულებასთან, ანაზღაურებად და დეკრეტულ შვებულებებთან, ზეგანაკვეთური სამუშაოსთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია;

  • შრომის სამართლის ცოდნა: 

    შრომის კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკების ცოდნა მას დაეხმარება სწორად მართოს HR ადმინისტრირების პოლიტიკები, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემებისა და საკანონდებლო მოთხოვნების დაცვა.

  • ტექნოლოგიური კომპეტენციები: 

    HR ადმინისტრირების სპეციალისტებს ხშირად უწევთ მუშაობა თანამედროვე HRIS სისტემებში, სადაც ხდება თანამშრომელთა პროფილის შექმნა, გაცდენა-დასწრების აღრიცხვა და სხვა HR ადმინისტრირებისთვის საჭირო საოპერაციო ნაწილის აღსრულება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური უნარების განვითარება. გარდა ამისა, HR ადმინი პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი დასაქმებულთა რეესტრის შესაბამის პორტალზე მართვასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვაზე.


📍 პოზიციური რანჟირებები HR ადმინისტრირების მიმართულებით:


  • Junior HR ადმინისტრირების სპეციალისტი:

    • გამოცდილება: 0-2 წელი.

    • როლი: პასუხისმგებელია ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაზე, თანამშრომელთა ჩანაწერების განახლებაზე.

    • კომპეტენცია: HR სერვისების შესახებ საბაზისო ცოდნა, MS ექსელის საშუალო დონეზე ფლობა და შრომითი კანონდებლობის ძირითადი პუნქტების ცოდნა.

    • ძირითადი მოვალეობები: თანამშრომლების პირადი საქმეების განახლება, დოკუმენტაციების მართვა და კომპანიაში მიმდინარე HR პროცესებში მხარდაჭერა.


  • Middle HR ადმინისტრირების სპეციალისტი:

    • გამოცდილება: 2-5 წელი.

    • როლი: დამოუკიდებლად მართავს ადმინისტრაციულ პროცესებს, კარგად ესმის ორგანიზაციული პოლიტიკა და შრომის კანონმდებლობა. .

    • კომპეტენცია: HR პროცესების კარგი ცოდნა, მონაცემთა და დოკუმენტაციის სტანდარტების დაცვა, ეფექტური კომუნიკაცია. MS ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა

    • ძირითადი მოვალეობები: დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი, თანამშრომლების მონაცემების მართვა, შრომის სამართლის მოთხოვნების დაცვა, HR გუნდის მხარდაჭერა.


  • Senior HR ადმინისტრირების სპეციალისტი:

    • გამოცდილება: 5+ წელი.

    • როლი: პასუხისმგებელია სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვასა და სტრატეგიული საკითხების მხარდაჭერაზე. ხშირად მცირე გუნდს მართავს, როგორც ჯგუფის უფროსი ან გუნდის ლიდერი.

    • კომპეტენცია: სტრატეგიული აზროვნება, შრომის კანონმდებლობის და HR პოლიტიკის საფუძვლიანი ცოდნა. MS ექსელის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა. 

    • ძირითადი მოვალეობები: თანამშრომელთა მონაცემების მართვის მონიტორინგი, ახალი პროცესების დანერგვა, გუნდის ხელმძღვანელობა და HR გუნდის მხარდაჭერა.


📍 როგორ გავხდეთ HR ადმინისტრირების სპეციალისტი: HR ადმინისტრირების სპეციალისტის კარიერის დასაწყებად მნიშვნელოვანია შესაბამისი უნარებისა და ცოდნის შეძენა. რეკომენდირებულია გაიაროთ HR ადმინისტრირების კურსი, რომელიც მოიცავს როგორც საბაზისო ადმინისტრაციულ საკითხებს, ისე HR პროცესების სრულ ციკლს. დასაწყისისთვის სასარგებლოა გაიაროთ კურსები, რომლებიც HR ადმინისტრაციის ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს ფარავს, რითაც სრულყოფილად მომზადებული იქნებით ორგანიზაციის მხარდასაჭერად.


 
 
bottom of page