top of page

7 ევროპული HR კონფერენცია | 2025 წლის კალენდარი

  • Writer: MindSchool
    MindSchool
  • Jan 7
  • 2 min read

კარიერული განვითარება უწყვეტ განათლებასა და პროფესიული ნეთვორქის გაღრმავებას მოითხოვს.


HR კონფერენციებზე დასწრება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პრეზენტაციების მოსმენა. ეს არის შესაძლებლობა, შეხვდეთ ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს, გაეცნოთ ინოვაციურ მიდგომებს და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები.


საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის, თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზაციების ზრდასა და განვითარებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. 🌍


ree


ჩვენ შევარჩიეთ 2025 წლის 7 ყველაზე მოთხოვნადი HR ღონისძიება, რომელიც ევროპაში ჩატარდება:

HR Tech Europe

  • მოწვეული სტუმრები: Dr. Dieter Veldsman, HR Chief Scientist, AIHR; Josh Bersin, HR Analyst და Thought Leader.

  • თარიღი: 4-5 მარტი, 2025

  • ლოკაცია: ამსტერდამი, ნიდერლანდები

  • ფასი: €245-დან

  • ვებგვერდი: www.hrtecheurope.com

  • კონტაქტი: info@hrtecheurope.com

  • რატომ უნდა დაესწრო: HR ტექ მთავარი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია ციფრულ ტრანსფორმაციაზე: ახალი აპლიკაციები, AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და საინტერესო მიდგომები თუ როგორ გააუმჯობესო ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები.

HR Vision London

  • მოწვეული სტუმრები: David Green, People Analytics Expert; Lucy Adams, HR Disruptor.

  • თარიღი: 5-6 მარტი, 2025

  • ლოკაცია: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

  • ფასი: £1,799 (ადრეული) და £2,499 (სტანდარტული).

  • ვებგვერდი: www.hrvisionlondon.com

  • კონტაქტი: contact@hrvisionlondon.com

  • რატომ უნდა დაესწრო: ტექნოლოგიებსა და ლიდერობაზე ორიენტირებული სესიები, ტალანტების მოზიდვასა და თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებული სტრატეგიები.

HRcoreLAB’s 13th Summit

  • მოწვეული სტუმრები: Peter Hinssen, Futurist და Innovator; Anna Tavis, NYU Professor და Talent Expert.

  • თარიღი: 12-13 მარტი, 2025

  • ლოკაცია: ბარსელონა, ესპანეთი

  • ფასი: €1,150 (ადრეული) და €1,650 (სტანდარტული).

  • ვებგვერდი: www.hrcorelab.com

  • კონტაქტი: info@hrcorelab.com

  • რატომ უნდა დაესწრო: ინოვაციური HR ტრენდები, ციფრული ტრანსფორმაციები და AI ინტეგრაციის შესწავლის სესიები.

HR Technologies UK

  • მოწვეული სტუმრები: Josh Bersin, Future of Work Analyst; Stacia Garr, Workplace Researcher.

  • თარიღი: 23-24 აპრილი, 2025

  • ლოკაცია: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

  • ვებგვერდი: www.hrtechnologies.co.uk

  • კონტაქტი: info@hrtechnologies.co.uk

  • რატომ უნდა დაესწრო: უახლესი ტექნოლოგიები, თანამშრომელთა ჩართულობა და HR პროცესების ოპტიმიზაცია.

HRcoreNORDIC

  • მოწვეული სტუმრები: Erik van Vulpen, HR Tech Expert; Leena Nair, CEO, Chanel.

  • თარიღი: 14-15 მაისი, 2025

  • ლოკაცია: კოპენჰაგენი, დანია

  • ფასი: €795 (ადრეული) - €1,590 (სტანდარტული).

  • ვებგვერდი: www.hrcorenordic.com

  • კონტაქტი: info@hrcorenordic.com

  • რატომ უნდა დაესწრო: AI ინტეგრაცია, კულტურული ტრანსფორმაცია და კრიტიკული უნარების განვითარება.

CIPD Festival of Work

  • მოწვეული სტუმრები: Gary Cookson, HR Transformation Specialist; Perry Timms, HR Futurist.

  • თარიღი: 11-12 ივნისი, 2025

  • ლოკაცია: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

  • ვებგვერდი: www.festivalofwork.com

  • კონტაქტი: info@festivalofwork.com

UNLEASH World

  • მოწვეული სტუმრები: Arianna Huffington, Founder, Thrive Global; Josh Bersin, HR Expert და Thought Leader.

  • თარიღი: 21-22 ოქტომბერი, 2025

  • ლოკაცია: პარიზი, საფრანგეთი

  • ვებგვერდი: www.unleash.ai/world

  • კონტაქტი: info@unleash.ai



 
 
bottom of page