top of page

როგორ მოვიპოვოთ საერთაშორისო HR სერტიფიცირება

  • Writer: Mariam Khatchapuridze
    Mariam Khatchapuridze
  • Nov 16, 2024
  • 2 min read

ერთი წლის წინ, როდესაც საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი, დისტანციური მუშაობით მოწყენილმა ჩემი თავი არჩევანის წინაშე დავაყენე: ან მაგისტრატურაზე დამეწყო სწავლა, ან HR სერტიფიცირება მომეპოვებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მაგისტრატურამდე ჯერ დამატებითი სტრატეგიული HR გამოცდილება შემეძინა. სერტიფიცირების მოპოვებისთვის კი ნაბიჯების გადადგმა უნდა დამეწყო.


რატომ?

  • კარიერული წინსვლა: უკეთესი შემოთავაზებები;

  • პროფესიული აღიარება: გლობალურად აღიარებული ტიტული, რომელიც გეხმარება საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში;

  • შემოსავლის ზრდა: კომპანიები თანახმა არიან მეტი გადაიხადონ სერტიფიცირებულ თანამშრომლებში;

  • ნეთვორქინგი;


ძიებისას აღმოვაჩინე, რომ ორი ძირითადი საერთაშორისო სერტიფიცირება არსებობს: ამერიკული (US) და ბრიტანული (UK). იმ პერიოდში ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში ვმუშაობდი, ამიტომ გადავწყვიტე, ბაზრის შესაბამისი სერტიფიცირება მომეპოვებინა.


US vs UK HR სერტიფიცირებები:

აშშ-ს HR სერტიფიკაციები

ამერიკულ HR Certification Institute-ს კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი HR პროფესიონალებისთვის სერტიფიცირებები განსხვავებული დონეები აქვს - aPHR-დან SPHR-მდე. ეს სერტიფიციკაციები საშუალებას მოგცემს, წარმოაჩინო შენი გამოცდილება და კომპეტენციები HR-ის სხვადასხვა მიმართულებით.


ბრიტანული HR სერტიფიკაციები

ბრიტანული CIPD-ს სერტიფიცირებაც რამდენიმე დონეზეა შესაძლებელი, მაგალითად: Foundation Level 3, Intermediate Level 5 და Advanced Level 7. ეს სერტიფიცები ცნობილია პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე HR ტენდენციებზე ორიენტირებით.

რომელი აირჩიო?

სანამ არჩევანს გააკეთებ, მნიშვნელოვანია გაიგო მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გამოცდის ფორმატებისა და სასწავლო მასალების შესახებ. გაითვალისწინე, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სერტიფიცირება ბარდება, დანარჩენებისთვის კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში მოგიწიოს ჩასვლა.


შექმენი სწავლის გეგმა

HR სერტიფიცირებისთვის მომზადება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით თუ მუშაობ და/ან სხვა ვალდებულებებიც გაქვს.


გამოცდისთვის მოსამზადებელი სამი ძირითადი გზა არსებობს:

  1. გაიარო აკრედიტებული კურსი, რომელიც მოგაწვდის ყველა საჭირო მასალასა და სავარჯიშო ტესტებს;

  2. შეიძინო სრული პაკეტი (Bundle) დამოუკიდებლად მომზადებისთვის. მსგავსი პაკეტები მოიცავს ბეჭდურ და ონლაინ მასალებს, ტესტებს, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს;

  3. მოემზადო დამოუკიდებლად ან Study Partner-თან ერთად ინტერნეტში არსებული უფასო მასალებისა და ტესტების გამოყენებით/


პირადად მე დამოუკიდებლად ვემზადებოდი; უამრავი უფასო ტესტი გავაკეთე. შეცდომებს ვინიშნავდი, შემდეგ ამ საკითხებს უკან ვუბრუნდებოდი კიდევ ერთხელ გასავლელად და შეცდომების გასაანალიზებლად. შედეგად, ორი კვირის შემდეგ SPHRi (Senior Professional Human Resources International) გამოცდაზე რომ გავედი, ამ სერტიფიცირების მოპოვებაც წარმატებით შევძელი.


ჩემი მიგნებები

  • გამოცდის ფორმატის შესწავლა – პრაქტიკული ტესტების გავლა დაგეხმარება უკეთ გააცნობიერო, თუ რა საკითხებს უნდა დაუთმო დამატებითი ყურადღება ან ზოგადად, რისი მოლოდინი უნდა გქონდეს.

  • სასწავლო გეგმის ეფექტურად შედგენა – დროის მართვა მნიშვნელოვანია. გამოცდაზე მოცემული დროის გათვალისწინებით თითოეულ შეკითხვაზე საპასუხოდ გექნება საშუალოდ 1 წუთი გექნება.

  • ივარჯიშე, ივარჯიშე, ივარჯიშე! - გამოცდაზე გასვლამდე რამდენჯერმე მაინც დაწერე სავარჯიშო სრული ტესტი მითითებულ დროში;

  • სწავლის კომბინაცია ყოველდღიურ აქტივობებთან - სცადე სწავლის სხვადასხვა მეთოდი და ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მეტი დრო დაუთმე შენთვის ყველაზე ეფექტურს. ჩემი გამოცდილებით, ყოველდღიურ აქტივობებთან სწავლის კომბინაცია (მაგ. ვარჯიშის, ტრანსპორტით მგზავრობის დროს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პოდკასტების ან აუდიო-წიგნების მოსმენა) ძალიან კარგი შეიძლება იყოს შეზღუდულ დროში მეტი ინფორმაციის ასათვისებლად და ცოდნის გასამყარებლად.


სერტიფიცირება ჩემთვის კარიერულად საკმაოდ სასიამოვნო სიახლეების მომტანი გახდა, შევუერთდი MindSchool-ს, როგორც მოწვეული ლექტორი, დავიწყე საქართველოში #1 ბანკში მუშაობა. ჩემთვის ეს გამოცდილება არამხოლოდ ცოდნის, ასევე ჩემი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესების გზაც აღმოჩნდა.


თუ HRCI (US) სერტიფიცირების მოპოვებას გადაწყვეტ, დაგვიტოვე შეტყობინება და ყველა საჭირო მასალას გამოგიგზავნით!

 
 
bottom of page