top of page

Skills-First მიდგომა: ტალანტების მართვის  ახალი სტრატეგია

  • Writer: Leri Mdinaradze
    Leri Mdinaradze
  • Feb 16
  • 3 min read

Updated: Feb 23

თანამედროვე ორგანიზაციები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ტრადიციული კვალიფიკაციები, როგორებიცაა აკადემიური ხარისხები და ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება, აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის. ბიზნესის სწრაფი ცვლილებები და ტექნოლოგიური განვითარება მოითხოვს მოქნილ, ინოვაციურ და შედეგებზე ორიენტირებულ ტალანტებს.

Skills-First მიდგომა გულისხმობს ტალანტის შეფასებას მისი უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების მიხედვით.

Deloitte-ის კვლევის მიხედვით, ორგანიზაციების 89%-მა უკვე აღიარა, რომ უნარები არის მთავარი კრიტერიუმი კანდიდატის შესაფასებლად, ხოლო ტრადიციული განათლება სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს. თუმცა მისი უგულებელყოფა მაინც არ შეიძლება, რადგან კარგი აკადემიური განათლება, რომლის მიღებაც ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაშია შესაძლებელი, ბევრ, კომპლექსურ უნარს ავითარებს. 


ეს მიდგომა არა მხოლოდ ამცირებს ტალანტის დეფიციტს, არამედ ხსნის კარიერულ შესაძლებლობებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის, ხელს უწყობს ინკლუზიურობას, ინოვაციასა და ბიზნესის მდგრად განვითარებას.


Skills-First მიდგომის ისტორია: როგორ დაიწყო ეს ცვლილება?

უნარებზე დაფუძნებული შეფასების პრინციპები პირველად გაჩნდა სილიკონ ველიზე (Silicon Valley), ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კომპანიებში, სადაც ბიზნესის ზრდის ტემპი და ტექნოლოგიური პროგრესი ვერ ერგებოდა ტრადიციულ განათლების სტანდარტებს.

პირველი მსხვილი კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს Skills-First მიდგომის გამოყენება:

  • BM – 2021 წელს 50%-ით შეამცირა ვაკანსიებისთვის უმაღლესი განათლების მოთხოვნა და დაიწყო ტალანტის შერჩევა მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

  • Google – შექმნა Google Career Certificates, რომელიც არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას, მაგრამ კანდიდატებში ავითარებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტულ უნარებს.

  • Microsoft & LinkedIn – ჩაუშვეს Skill Development Initiative, რომელიც გლობალურად უზრუნველყოფს გადამზადებას ისეთ დარგებში, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, მონაცემთა ანალიტიკა და Cloud Computing.

  • Accenture – 2023 წლის შემდეგ კომპანიის 60%-ზე მეტი ტალანტი შეირჩა უნარების საფუძველზე და არა გამოცდილებისა თუ დიპლომის გამო. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებით, 2025 წლისთვის, ორგანიზაციების 75%-ზე მეტი უკვე ახორციელებს ან გეგმავს უნარებზე დაფუძნებული დასაქმების პოლიტიკის დანერგვას უახლოეს 2 წელიწადში
დიპლომის მოთხოვნიდან უნარებზე გადასვლა: ახალი რეალობა

ტრადიციული დასაქმების სტრატეგია დიდ ყურადღებას ამახვილებდა აკადემიურ ხარისხებსა და ხანგრძლივ გამოცდილებაზე. თუმცა, ეს მიდგომა თანამედროვე ორგანიზაციებს უკვე აღარ აკმაყოფილებს.

📌 რატომ ხდება აუცილებელი დიპლომის ქონის მოთხოვნის შემცირება?

  • ბიზნესის სწრაფი ტრანსფორმაცია – ტექნოლოგიები ვითარდება იმდენად სწრაფად, რომ უმაღლესი განათლება ვერ უზრუნველყოფს საჭირო უნარების დროულად მიწოდებას.

  • ტალანტების ნაკლებობა – ტრადიციული განათლების მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში ზღუდავს კვალიფიციური კანდიდატების რაოდენობას და ქმნის ხელოვნურ ბარიერებს.

  • პრაქტიკული უნარების უპირატესობა – კომპანიებს სჭირდებათ პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრა და არა მხოლოდ ფორმალური განათლების დამადასტურებელი დიპლომების ფლობა. აქვე აღსანიშნავია, რომ შესაბამისი უნარები და აკადემიური ხარისხი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში, Skills-First მიდგომას ენიჭება პრიორიტეტი. 

📢 "ჩვენ ყველას გვაქვს უნარები, რომლებიც სხვა სამუშაო გამოცდილებიდან წამოვიღეთ, მაგრამ ტრადიციული დასაქმების მოდელები ხშირად გვიბლოკავს კარიერულ შესაძლებლობებს. უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ამ ბარიერებს შლის."— ჟასმინი, აღმასრულებელი კოორდინატორი, Deloitte US

McKinsey-ის 2023 წლის კვლევის მიხედვით:

  • ციფრული და ტექნოლოგიური უნარების დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც ნიშნავს, რომ ტრადიციული განათლების სისტემები ვერ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს.

  • იმ კომპანიებში, რომლებიც ინვესტირებენ უნარებზე დაფუძნებულ შერჩევასა და გადამზადებაში, პროდუქტიულობა 40%-ით გაზრდილია. 


Skills-First მიდგომა და კარიერული განვითარება

უნარებზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის შიდა კარიერული წინსვლის გაძლიერება.

ევროკომისიის მონაცემებით:

ტალანტების 58%-ს დამატებითი უნარების სწავლება სჭირდება, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

Deloitte-ის 2023 წლის კვლევამ აჩვენა:

კომპანიები, რომლებიც ინვესტირებენ ტალანტების გადამზადებაში, 63%-ით უფრო მეტად ინარჩუნებენ მაღალ შედეგიან პროფესიონალებს.

Harvard Business Review-ის კვლევის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება ამცირებს თანამშრომელთა გადინებას 40%-ით და ზრდის მოტივაციასა და პროდუქტიულობას. 


Skills-First მიდგომა და ტალანტის მრავალფეროვნება

Skills-First მიდგომა ხელს უწყობს ინკლუზიურ დასაქმებას და უფრო მრავალფეროვანი გუნდის შექმნას.

OneTen, მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების მხარდაჭერილი ინიციატივა, მიზნად ისახავს 1 მილიონი შავკანიანი ამერიკელის დასაქმებას ისეთ პოზიციებზე, სადაც ტრადიციულად განათლების მოთხოვნა ბარიერს ქმნიდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით:

კომპანიები, რომლებიც იყენებენ უნარებზე დაფუძნებულ შერჩევას, 19%-ით ზრდიან კანდიდატთა მრავალფეროვნებას.


HR-ის როლი უნარებზე დაფუძნებული (Skills-First) მიდგომის დანერგვაში

HR-ს  აქვს ცენტრალური როლი Skills-First მიდგომის განხორციელებაში, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ტრადიციული დასაქმების პროცესის გადახედვას, არამედ კომპანიის კულტურის ტრანსფორმაციასაც.


როგორ შეუძლია HR-ს ხელი შეუწყოს Skills-First მიდგომის დანერგვას?

ტალანტის შერჩევისა და შეფასების მოდელების რედიზაინი

HR უნდა მოერგოს ახალ რეალობას, სადაც ტრადიციული რეზიუმეების ნაცვლად ფოკუსი უნარებზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ რეკრუტერებმა უნდა გამოიყენონ უნარებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდები, როგორიცაა Case Study დავალებები.


ტალანტის განვითარებისა და შიდა მობილობის ხელშეწყობა

HR-მa უნდა შექმნას Upskilling & Reskilling პროგრამები, რომლებიც დაეხმარება თანამშრომლებს ახალი უნარების შეძენასა და შიდა კარიერულ ზრდაში. შიდა მობილობის ხელშეწყობა უზრუნველყოფს ტალანტის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.


მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის გაძლიერება

Skills-First მიდგომა შლის ტრადიციულ ბარიერებს და უფრო ინკლუზიურ დასაქმებას უზრუნველყოფს. HR-ის როლია შეიმუშაოს უნარებზე დაფუძნებული შერჩევის პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა უფრო მრავალფეროვან აუდიტორიას.


ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაცია

HR უნდა იყოს Skills-First მიდგომის ელჩი ორგანიზაციაში, უზრუნველყოს თანამშრომლებისა და ლიდერების განათლება, რათა ახალი სტრატეგია მაქსიმალურად ეფექტურად დაინერგოს.


HR არის საკვანძო მოთამაშე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უნარებზე დაფუძნებული მიდგომა გადაიქცეს არა მხოლოდ დასაქმების სტრატეგიად, არამედ კომპანიის კულტურის განუყოფელ ნაწილად.

დასკვნა: რატომ უნდა მიიღოს კომპანიამ Skills-First მიდგომა?

რა სარგებელი მოაქვს ამ მიდგომას?

  • ხსნის კარიერულ გზებს ტალანტებისთვის, რომელიც აკადემიური ხარისხის გარეშე ვერ იღებდა შანსს.

  • ზრდის ინოვაციებს, რადგან მრავალფეროვანი გუნდი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს.

  • ამცირებს უნარების დეფიციტს და ზრდის კონკურენტუნარიანობას.

  • უზრუნველყოფს უფრო მოქნილ, ინოვაციურ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს.


Skills-First მიდგომა არა მხოლოდ ტალანტის შერჩევას ცვლის, არამედ კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში!







 
 
bottom of page