სტუდენტის შთაბეჭდილებები | მარიამ ჩიკაშუა
- MindSchool
- Feb 10
- 2 min read
Updated: Feb 22
⏩ როგორ გაიგე MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის შესახებ?
თავდაპირველად დავესწარი IT & Tech რეკრუტინგის მასტერკლასს, რომელსაც ლერი უძღვებოდა. აღნიშნული კურსის მიმართ მანამდეც განსაკუთრებული ინტერესი მქონდა, თუმცა, მასტერკლასზე ლერის მიერ გაკეთებულმა აქცენტებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ეს პროფესია ნამდვილად ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა ამ მიმართულებით განვითარება.

⏩ რა იყო თქვენი ძირითადი მოტივაცია MindSchool-ის კურსის არჩევისას და რა მოლოდინები გქონდათ კურსის დაწყებამდე?
IT & Tech რეკრუტინგის მიმართ ჩემი ინტერესი, ამ სფეროს მიმართ მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდებოდა. ამასთან, კომპანია, რომელშიც ახლა ვარ დასაქმებული, ტექ. ინდუსტრიაში ოპერირებს და ინტერესთან ერთად, საჭიროებაც გამიჩნდა, რომ ცოდნა შემეძინა. მენტორის მასტერკლასზე დასწრებით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კურსი იქნებოდა მრავალფეროვანი, ინტერაქციული და რეალური ქეისებით გამყარებული. სწორ მოლოდინებს მიქმნიდა ის ფაქტიც, რომ ვიცნობდი მენტორს და ტექ. ინდუსტრიაში მის გამოცდილებას.
⏩ როგორ შეაფასებდით კურსის შინაარსსა და სტრუქტურას? რომელი თემები ან მოდულები აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვანი თქვენთვის?
IT & TECH რეკრუტინგის კურსი იყო პრაქტიკული, ინტერაქციული და რეალური ქეისებით გამდიდრებული. სასწავლო პროგრამის სტრუქტურირებული და მრავალფეროვანი მიდგომა დამეხმარა ამ სფეროში სწორი მიმართულების პოვნაში. კურსი შინაარსობრივად იყო საინტერესო, ყველა საკითხს საჭირო დრო ეთმობოდა. გამოვყოფდი სასწავლო პროგრამის თანმიმდევრულობასაც.
თეორიული ნაწილი გაჯერებული იყო რეალური ქეისებით, როგორც მენტორის პრე გამოცდილებებით, ასევე ვიზუალური ნაწილით, რაც ამარტივებდა საკმაოდ რთულ და ბევრ ტექ. ტერმინის დამახსოვრებას. მაგალითად, Development-ის მიმართულებებზე საუბრისას, LinkedIn-ის საჯარო პროფილების საშუალებით ვარჩევდით, ვაანალიზებდით თუ ვინ რა მიმართულების დეველოპერი იყო და რომელი პოზიციისთვის იქნებოდა რელევანტური.
⏩ როგორ შეაფასებდით კურსის სირთულეს? როგორ დაეხმარა კურსის პრაქტიკული ნაწილი თქვენს პროფესიულ განვითარებას?
კურსის მასალა საკმაოდ მოცულობითი და გამოწვევებით სავსე იყო, განსაკუთრებით პირველ ორ კვირაში, როცა უამრავი ახალი ტერმინი დამხვდა. თუმცა, მენტორის მხარდაჭერა და სწორი მიდგომა თავიდანვე გვაძლევდა მოტივაციას, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყო და ეტაპობრივად ყველაფერს გავიაზრებდით. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, კურსმა ზუსტად იმ დროს მომცა საჭირო ცოდნა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა და უკვე შევძელი რამდენიმე საინტერესო ინტერვიუს ჩატარება.
⏩ რა ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეთ კურსის განმავლობაში, რომლებიც უკვე გამოიყენეთ ან გეგმავთ პროფესიულ საქმიანობაში?
კურსის დაწყებამდე, IT და Tech მეც ბევრის მსგავსად იდენტური ტერმინი მეგონა. ცხადია, დღეს ვერ ვიტყვი, რომ უკვე შემდგარი რეკრუტერი ვარ, თუმცა, სწორი მიმართულება ნამდვილად დავიჭირე. ვიცი თუ სად, რა ინფორმაცია ვიპოვო, რა დოზით გამოვიყენო. რას მივაქციო ყურადღება და ზოგადად, რა მოლოდინები მქონდეს ამ სფეროში.
⏩ როგორი იყო DevSkiller-ის Tech Recruitment Certified-ის ბეიჯის მოპოვებისთვის მზადების პროცესი და რა შედეგით დაასრულეთ? როგორ აისახა ეს თქვენს პროფესიულ აღიარებასა და კარიერულ შესაძლებლობებზე?
მენტორი მხარდაჭერას გამოვყოფდი მზადების პროცესში. გვიზიარებდა მასალებს, მისგან პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მოტივაცია იყო ჩემთვის. გამოცდაზეც კი არ დაგვტოვა, ონლაინ გველოდებოდა ყველას. წარმატებით ჩავაბარე, რის შემდეგაც საკუთარი თავით კმაყოფილება და თავდაჯერებულობა შევიძინე.
⏩ რა გავლენა მოახდინა კურსმა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე?
ვცდილობ ინფორმაციის ვაკუუმში არ ვიყო, სტატიას რომ წავაწყდები ხოლმე, ვკითხულობ. თემები აღარ არის უცხო ჩემთვის და მიხარია. Tech არის ალბათ ის, რაც მაფიქრებინებს, რომ აღარასდროს მომინდება დავბრუნდე ტრადიციულ ბიზნესში.
⏩ რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ამ კურსის გავლაზე? რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კურსს შესთავაზებდით სხვებს?
დღეს უამრავი სხვადასხვა კურსი არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ გასწავლის. ამ კურსს ვურჩევდი მათ, ვისაც სურს რეალური გამოცდილება მიიღოს იმ ადამიანისგან, ვინც საკუთარი შრომისა და ძალისხმევის შედეგად დიდი წარმატებას მიაღწია დამოუკიდებლად. ეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობაა, არამედ პრაქტიკული ხედვის განვითარებაც, რომელიც პროფესიულ ზრდაში რეალურად დაგეხმარებათ.