სტუდენტის შთაბეჭდილებები | ქეთევან არაყიშვილი
- MindSchool
- Feb 10
- 3 min read
Updated: Feb 22
⏩ როგორ გაიგე MindSchool-ის HR მენეჯმენტის კურსის შესახებ?
MindSchool-ის IT და Tech რეკრუტინგის კურსის შესახებ ჩემი უახლოესი მეგობრისგან გავიგე. აღნიშნულმა კურსმა ჩემი ყურადღება სილაბუსით მიიქცია, რომელიც სრულად ფარავდა ჩემთვის საინტერესო თემებს. ასევე, გამოვყოფდი ლექტორის კვალიფიკაციის ნაწილს, რადგან მსგავსი ტიპის კურსებში უპირატესობას გამოცდილ, პრაქტიკოს სპიკერებს ვანიჭებ.

⏩ რა იყო თქვენი ძირითადი მოტივაცია MindSchool-ის კურსის არჩევისას და რა მოლოდინები გქონდათ კურსის დაწყებამდე?
ჩემი ძირითადი მოტივაცია MindSchool-ის კურსის არჩევისას იყო მეტად სიღრმისეული ცოდნის შეძენა Tech მიმართულებაში: ფუნდამენტური პრინციპები, მეთოდოლოგიები, როლები, ტექნოლოგიები, ძირითადი ტერმინების განმარტებები…. ასევე, პრაქტიკული რჩევები პროფესიონალისგან ტექ რეკრუტინგის პროცესის მართვასთან დაკავშირებით.
⏩ როგორ შეაფასებდით კურსის შინაარსსა და სტრუქტურას? რომელი თემები ან მოდულები აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო ან მნიშვნელოვანი თქვენთვის?
კურსი მოიცავდა ინფორმაციას როგორც რეკრუტინგის ზოგად პრინციპებთან, ისე IT და Tech მიმართულებების სტრუქტურებთან და საქმიანობებთან დაკავშირებით. ჩემთვის როგორც 10 წლიანი გამოცდილების მქონე HR-სთვის, მეტად საინტერესო აღმოჩნდა თემები Tech მიმართულებით, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, კურსის ფარგლებში, ტრადიციულ რეკრუტინგთან დაკავშირებულ ბევრ ახალ ტრენდსაც გავეცანი.
⏩ როგორ შეაფასებდით კურსის სირთულეს? როგორ დაეხმარა კურსის პრაქტიკული ნაწილი თქვენს პროფესიულ განვითარებას?
ვიტყოდი, რომ კურსი მარტივი არა არის, რადგან თითოეულ ლექციაზე, სტუდენტისგან მოითხოვს კონცენტრაციასა და დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადამუშავებას. აღნიშნულ პროცესს ამარტივებს, არაჩვეულებრივი ვიზუალური მასალები, პერიოდული გამოკითხვები, პრაქტიკული დავალებები და რაღა თქმა უნდა, ლექტორის გადმოცემისა და თხრობის უნარი
⏩ რა ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეთ კურსის განმავლობაში, რომლებიც უკვე გამოიყენეთ ან გეგმავთ პროფესიულ საქმიანობაში?
კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა ძალიან მეხმარება Tech რეკრუტინგის პროცესის გამარტივებასა და უკეთ მართვაში. Boolean Search-ის ცოდნამ ბევრად კომფორტული გახადა სორსინგი, მიღებულმა ცოდნამ კი ტექ ტალანტებისრეზიუმეების გადარჩევისა და პირველადი კომუნიკაციის პროცესი. სამომავლოდ, მინდა კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და უფრო მეტად ჩავერთო ჩემი კომპანიის Tech მიმართულების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მართვაში, რა თქმა უნდა, ტალანტები მოზიდვისა და მართვის კუთხით.
⏩როგორი იყო DevSkiller-ის Tech Recruitment Certified-ის ბეიჯის მოპოვებისთვის მზადების პროცესი და რა შედეგით დაასრულეთ? როგორ აისახა ეს თქვენს პროფესიულ აღიარებასა და კარიერულ შესაძლებლობებზე?
ზოგადად საერთაშორისო სერთიფიცირების ფლობა ხელს უწყობს როგორც პროფესიონალიზმის ვალიდაციას, ისე პიროვნული თვითშეფასების ამაღლებას. კურსის ფარგლებში მოპოვებული საერთაშორისო ბეიჯები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს სტუდენტს, რომ გაიღრმაოს ცოდნა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებით. რაც შეეხება მომზადების პროცესს: MindSchool-ის მიერ შემუშავებული მასალები, გამოცდის სიმულაციები, გამოცდილებაზე დაყრდნობით გაცემული პრაქტიკული რჩევები მინიმუმამდე ამცირებს პროცესის სირთულეს.
⏩რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს ამ კურსის გავლაზე? რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კურსს შესთავაზებდით სხვებს?
კურსის გავლას ვურჩევდი როგორც დამწყებ, ისე ტრადიციულ რეკრუტინგში გამოცდილ პროფესიონალებს. რადგან IT & Tech შედარებით ახალი და ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა, ამიტომ კურსის გავლა ახალბედა ტალანტებს მარტივად დასაქმებაში დაეხმარება, ხოლო გამოცდილ პროფესიონალებს დაანახებს სრულიად ახალ გამოწვევებსა და უფრო თვალსაჩინოს გახდის მათთვის შრომითი ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს
⏩თუ გაქვთ კონკრეტული გამოცდილება, ეპიზოდი ან ისტორია, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ კურსის განმავლობაში, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ?
ჩემი დამსაქმებლის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვმუშაობ Tech ვაკანსიებზე, თავის დროზე სწორად ამან გამოიწვია ცოდნის გაღრმავების საჭიროება და სურვილი ამ მიმარულებით. ხშირად ვესწრები ტექნიკურ გასაუბრებებს. კურსის მსვლელობის დროს ტექნიკურ გასაუბრებებზე მენეჯერების მხრიდან დასმული შეკითხვები სულ უფრო ნათელი და გასაგები ხდებოდა ჩემთვის. მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი გასაუბრებიდან ლექტორს ძალიან გახარებულმა მივწერე - ახლა Hiring Manager-მა ესა და ეს შეკითხვა დასვა, კანდიდატი ჩაგვეკითხა და კითხვის შინაარსი მე დავუკონკრეტე მეთქი.
⏩როგორია თქვენი საბოლოო შთაბეჭდილება MindSchool-ის გუნდის პროფესიონალიზმის, მიდგომისა და მხარდაჭერის შესახებ?
MindSchool-ის გუნდის პროფესიონალიზმზე საუბარი არასდროს იქნება საკმარისი, თუ უშუალო კომუნიკაცია არ დაამყარე მათთან, ვერასდროს მიხვდები რამდენი რამის სწავლის შესაძლებლობა გეძლევა ამ ადამიანებისგან, რომლებიც რესურსს, დროსა და ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, სტუდენტების მოტივაციის, ცნობიერებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად, და თითოეული მათგანის ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად!